"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბმა უმარს გადაუარა" - პიოტრ იანი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
შინ დაბრუნებულ პიოტრ იანს ჟურნალისტები აეროპორტშივე დახვდნენ. ჩემპიონმა რამდენიმე კითხვას უპასუხა. მას ჰკითხეს მომვალში დვალიშვილი უფრო რთული მოწინააღმდეგე იქნება თუ უმარი. იანის თქმით, მერაბმა უმარს გადაუარა დანარჩენს კი მომავალი აჩვენებს.
ვფიქრობ, რომ ორივე რთული მოწინააღმდეგეა. ვერ ვიტყვი რომელი იქნება მარტივი ან რთული მეტოქე. მერაბთან უკვე ორჯერ ვიჩხუბე. მერაბი უმარსაც შეხვდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაუარა. ასე რომ, არ ვიცი რომელი უფრო რთული მოწინააღმდეგეა. დრო გვიჩვენებს. - განაცხადა იანმა
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი დაამარცხა. რუსმა მებრძოლმა რევანში წარმატებით აიღო და სუპერმსუბუქ წონას თავად ლიდერობს.