შანსი ვერსტაპენს | მაკლარენს ლას ვეგასის შედეგები გაუნულეს
ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი ლას ვეგასის გრან პრის შემდეგ დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და შედეგები გაუნულდათ. სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც ორი რბოლაა დარჩენილი და ეს დრამატული მომენტია, რადგან 'მაკლარენის' პილოტებს ვერსტაპენის 'სუნთქვის ხმა' ესმით.
ლას ვეგასის გრან პრი მაქს ვერსტაპენმა მოიგო და 25 ქულა მიიღო, ნორისმა მეორე ადგილი დაიკავა და 18 ქულა დაიწერა, ხოლო პიასტრი მეოთხეზე გავიდა და 12 ქულა იკმარა. ახლა გაირკვა, რომ ნორისს და პიასტრის შედეგები გაუნულდებათ.
რბოლის შემდეგ, FIA-მ მაკლარენის ორივე ბოლიდის მიმართ დაიწყო გამოძიება და ძირის ზედაპირის ზედმეტი ცვეთა დადგინდა. საკითხი სტიუარდებს გადაეცა განსახილველად, რადგან 9 მმ სისქის საჭირო ნორმა დაირღვა, რაც დისკვალიფიკაციის ალბათობას გულისხმობდა. FIA-მ დაადგინა, რომ მაკლარენის ორივე ბოლიდმა დაარღვია წესები და ისინი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სეზონის დასასრულამდე 2 რბოლა დარჩა - კატარში (30 ნოემბერს) და აბუ დაბიში (7 დეკემბერს). სეზონის პირველ ნახევარში ვერავინ იფიქრებდა, რომ საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბებოდა (ყოველ შემთხვევაში მაკლარენისა და სხვა ბოლიდის პილოტს შორის). ახლა ლანდო ნორისი პიასტრისა და ვერსტაპენს მხოლოდ 24 ქულით უსწრებს, ბოლო 2 რბოლაში რაიმე გაუთვალისწინებელი ისევ რომ მოხდეს, შესაძლოა, მაკლარენის პილოტებმა ჩემპიონობა ხელიდან გაუშვან.