"შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა" - დანა უაითი თანზილოვზე
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
11 სექტემბერს გამთენიისას Dana White's Contenders Series-ზე კიდევ ერთმა ქართველმა იბრძოლა. დაუმარცხებელი ოთარ თანზილოვი, ასევე დაუმარცხებელ ჯოსაია მუსასას დაუპირისპირდა. ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივად მიმდინარეობდა და საბოლოოდ ჩვენთვის არასახარბიელოდ დასრულდა.
მიუხედავად მარცხისა, თანზილოვმა მოახერხა და UFC-ის პრეზიდენტს თავი მოაწონა. დანა უაითის თქმით, ქართველი მებრძოლი კიდევ ერთ შანსს მიიღებს.
ვფიქრობ, ოთარი დაბრუნდება და შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა. ამ ბიჭის რეკორდი ახლა 9 მოგება და ერთი მარცხია. დიდი ტალანტით არის დაჯილდოებული. ახალგაზრდაა, სულ რაღაც 21 წლის. - განაცხადა დანა უაითმა
შეგახსენებთ, რომ DWCS-ზე ოთარ თანზილოვი მესამე ქართველი იყო. ამირან გოგოლაძის და მიხეილ საჟინიანის მსგავსად, მისი მცდელობა UFC-ში მოსახვედრად წარუმატებელი გამოდგა.