Belive

"შაბათს მას დავანგრევ. თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ" - ფილ ჰოუსი

1 წლის წინ სხვა
3 წთ

გუშინ UFC Vegas 63-ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ამ ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამერიკელ მებრძოლს ფილ ჰოუსს დაუპირისპირდება.

კარიერის დასაწყისში გულშემატკივრები და MMA-ის ექსპერტები ჰოუსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და საკმაოდ პერსპექტიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ. ამერიკელი მებრძოლი იმედოვნებს, რომ მისი კარიერით ახალგაზრდებს შთააგონებს და მათ დიდ მოტივაციას მისცემს.

UFC-ში მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდმა. ბრძოლა ჯეისონ მალკუმთან ჰოუსმა 18 წამში მოიგო. შემდეგ იყო ორი გამარჯვება გადაწყვეტილებით, რომელმაც გულშემატკივარს სანახაობა მოაკლო. ის ავანსები, რომელიც ამერიკელ მებრძოლზე იყო გაცემული არ გამართლდა. გულშემატკივარს ჰქონდა მოლოდინი, რომ ფილი ქამარზე მალევე იბრძოლებდა, თუმცა ის კრის კერტისთან დამარცხდა და მისი კარიერი ისე ვერ განვითარდა, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ.

”მე ნელ-ნელა ისეთი მებრძოლი ვხდები, როგორსაც, წლების წინ, ყველა ელოდა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ეს ყველაფერი ხდება. უბრალოდ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით. მე აქ ხუთი წლის წინ უნდა ვყოფილიყავი. ჩემპიონობამდე მისასვლელად ჯონ ჯონსსაც დიდი დრო დასჭირდა." - განაცხადა ჰოუსმა MMA Junkie-სთან საუბრისას

უამრავი კრიტიკისა და იმედგაცრუების შემდეგ, ჰოუსი ამა წლის ივნისში დაბრუნდა და გულშემატკივარს კვლავ გაახსენა თავი. იდაყვების ძლიერი დარტყმებით, მეორე რაუნდში, დერონ ვინი დაამარცხა და UFC-ში მე-4 გამარჯვება მიითვალა.

ახლა კი, მისი მომავალი მეტოქე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძეა, რომელსაც მისი ბოლო შეხვედრა, ასევე, მოგებული აქვს და ჰოუსთან დაპირისპირებას კარგ ფორმაში ხვდება. 33 წლის ამერიკელი გეგმავს, რომ დოლიძეც ისევე დაამარცხოს, როგორც ეს მის ბოლო ბრძოლაში გააკეთა. ჰოუსს სურს, რომ რომანი საბოლოო სიგნალამდე ნოკაუტით დაამარცხოს.

"ის კარგი მებრძოლია ისევე, როგორც მე. შაბათს მას დავანგრევ. თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ." - განაცხადა ფილ ჰოუსმა რომან დოლიძეზე.

ჰოუსისა და დოლიძის ბრძოლა UFC Vegas 63-ზე 29 ოქტომბერს შედგება, რომელიც თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. ქართველი სპორტსმენის შეხვედრა კი, გამთენიისას, დაახლოებით, 02:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები