სებასტიან ფეტელი: "მე რუსეთში მონაწილეობას არ მივიღებ..."
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
დილით გავიღვიძე და მას შემდეგ შოკირებული ვარ, წარმოუდგენელია ის რაც ახლა ხდება. საშინელებაა იმ ყველაფერის დანახვა, რასაც დღეს მთელი მსოფლიო უყურებს. ალბათ გეცოდინებათ, რომ რუსეთში გრან პრი არის, თუმცა მე არ წავალ და მონაწილეობას არ მივიღებ. მეტიც, ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ უნდა იმართებოდეს შეჯიბრები. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს. გაძლებას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უსამართლოდ კარგავენ საკუთარ სახლებსა და ოჯახის წევრებს.