Belive

სავარაუდოა, რომ მაკგრეგორი პრატეშის წინააღმდეგ დაბრუნდეს

10 საათის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჭორები, რომ კონორ მაკგრეგორი კარლოს პრატეშის წინააღმდეგ იბრძოლებს.

უკვე დიდი ხანია ირლანდიელის დაბრუნებას ველით და მეტოქეთა სიაც არაერთხელ შეიცვალა. ჩენდლერი, ნეით დიასი, თოფურია... თუმცა, საბოლოოდ კონორის მეტოქე არ დაზუსტებულა. რამდენიმე საათია აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ კონორის დაბრუნება შესაძლო კარლოს პრატეშის წინააღმდეგ შედგეს.

თავად კონორმა დაწერა, რომ მისი მომავალი მეტოქე ვიღაც უცნობი მებრძოლი იქნება. იქამდე, მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მომავალი ჩხუბისთვის ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ კონტრაქტს ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. ჯერჯერობით ცნობილი არაა იჩხუბებს თუ არა კონორი თეთრ სახლში.


სხვა სტატიები