"ივლისი მკურნალობას დაეთმო, აგვისტო - დასვენებას, სექტემბერში დაბრუნდება" - ესპანელი ჟურნალისტი თოფურიაზე
ესპანელი ჟურნალისტის ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურია საჯაროდ სულ მალე გამოჩნდება. როგორც ჟურნალისტი წერს, ზუსტად არ იცის ეს სად და როგორ მოხდება, მაგრამ დარწმუნებულია თოფურია თავს დიდ ხანს აღარ მოგვანატრებს.
ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, ვიცი, რომ ილია საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაბრუნდება.
ზუსტად არ ვიცი ეს როგორ მოხდება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ვიცი, რომ ილია საჯარო სივრცეს სექტემბერში დაუბრუნდება.
ივლისი აშკარად ტრავმების მოშუშებასა და მკურნალობას დაეთმო, აგვისტო - დასვენებას, სექტემბერში კი ის საზოგადოების წინაშე ბრუნდება. - წერს კოლმენერო
🚨 Ilia Topuria will return to the public eye in the next few days, per @KOlmeneroMMA 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) September 3, 2026
“Very soon within the next few days, I know Ilia is going to return to the public eye.
I still don’t know exactly how it’s going to happen, I don’t know what form it will take, but I do… pic.twitter.com/2qCbzOzvau
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში ძალიან დაზიანდა და სახეზე სერიოზული ტრავმები მიიღო. ივნისის შემდეგ "მატადორი" არსად გამოჩენილა და გულშემატკივრებს მისი ხილვა ძალიან სურთ.
შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და თოფურიას შესაძლო რევანში საუბრები უკვე დაწყებულია.