Belive

საუკეთესო მებრძოლთა სიაში ვოლკანოვსკი ისევ პირველ ადგილზეა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გამართულ UFC 284-ზე მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა, ეს უკანასკნელი მაინც რჩება საუკეთესო მებრძოლთა პირველ ნომრად.

აღნიშნული დაპირისპირებისას სასწორზე მხოლოდ მსუბუქი წონის ქამარი არ იდო, საქმე ეხებოდა საუკეთესო მებრძოლის ტიტულსაც. როგორც ზემოთ ვახსენე, მარცხის მიუხედავად ალექს ვოლკანოვსკი კვლავ UFC-ის საუკეთესო მებრძოლად რჩება.

როგორც ჩანს მახაჩევმა იმ ხალხის სიმპათია ვერ დაიმსახურა, ვინც ხმის მიღებაში იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულმა ბრძოლამ  MMA-ს სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრის აზრით, ისლამის გამარჯვებას არ იმსახურებდა. ბევრიც ფიქრობს, რომ ალექსმა კარგად ვერ იასპარეზა და დაღესტნელს სამართლიანად დარჩა გამარჯვება. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ განმეორებით შეხვედრაზე მზაობა ორივე მებრძოლმა მალევე გამოთქვა.

სხვა სტატიები