საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, 2026 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრი თამაშებისთვის ემზადება. ტურნირში, რომელიც მალტაში იმართება, საქართველომ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კანადა 17:11 დაამარცხა.
ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასის II დივიზიონის მატჩები 7-13 აპრილს, სწორედ მალტაში აქვს ჩანიშნული. მონაწილეობას 26 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, ორი საუკეთესო კი მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. ამ მატჩებამდე, საქართველო კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს ჯერ ავსტრალიასთან, შემდეგ კი სლოვაკეთთან.
მსოფლიო თასის II დივიზიონში ჩვენი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებები იქნებიან.
7 აპრილი, 13:00 | საქართველო – თურქეთი
8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია
9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია