საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2026 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციის II დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში იასპარეზებს.
მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირს მალტა მასპინძლობს (7-13 აპრილი) - შეჯიბრში 26 გუნდი მონაწილეობს და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 2 საუკეთესო გადავა. ეს ეტაპი ავსტრალიაში 22-26 ივლისს ჩატარდება და მასში 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთთან მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ბრაზილია და სლოვენია დაამარცხა, პლეი ოფში თურქეთთან რევანში ავიღეთ, ახლა კი უკრაინის დამარცხებით ნახევარფინალშიც გავედით. ჩვენი მეტოქე ავსტრალიასა და გერმანიას შორის გამარჯვებული იქნება - ნახევარფინალი 12 აპრილს გაიმართება.