Belive

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

12-18 თებერვალს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 სპორტსმენით იასპარეზებს.

რუმინეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩავა. ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სულ 6 მედალი მოიპოვა. ამ ექვსი მედალოსნიდან, ხუთი ამჯერადაც გავა ხალიჩაზე. ესენი არიან: გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი, შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე.

ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. პარიზი 2024-ის სალიცენზიო ტურნირები (დარჩენილია ორი ტურნირი) აპრილსა და მაისში გაიმართება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

57 კგ - რობერტ დინგაშვილი

61 კგ - შოთა მორჩილაძე

65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი

70 კგ - აკაკი ქემერტელიძე

74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი

79 კგ - ავთანდილ კენჭაძე

86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

92 კგ - მირიან მაისურაძე

97 კგ - გივი მაჭარაშვილი

130 კგ - გენო პეტრიაშვილი

GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები