Belive

საქართველო Vs. იტალია | ევროპის ჩემპიონატის ფინალი - პრევიუ

7 თვის წინ სხვა
1 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც დღეს, 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დავასრულოთ, რადგან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გუნდური პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ იტალიის ნაკრები გვეყოლება.

საქართველო Vs. იტალია

იტალიის ნაკრების განვლილი გზა

1/8-ფინალი - 4:0 Vs. პოლონეთი

1/4-ფინალი - 4:1 Vs. ბელგია

1/2-ფინალი - 4:1 Vs. IJF-ს გუნდი (რუსეთი).

საქართველოს ნაკრების განვლილი გზა

1/8-ფინალი - 4:0 Vs. აზერბაიჯანი

1/4-ფინალი - 4:1 Vs. ავსტრია

1/2-ფინალი - 4:0 Vs. გერმანია

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებს გუნდურ პირველობაზე ჯერჯერობით მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს წაგებული, ეგეც იძულებითი, მაშინ როდესაც ავსტრიელი მეტოქის წინააღმდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ამ წამისთვის, უცნობია, თუ როგორი შემადგენლობით ვიასპარეზებთ ფინალში, თუმცა ჩვენი სავარაუდო შემადგენლობა შემდეგი იქნება:

მამაკაცები - გურამ თუშიშვილი, ლუკა მაისურაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.

ქალები - ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება.

სხვა სტატიები