სანდრო ბაზაძემ სეულის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
სეულის გრან-პრიზე ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სანდრო ფინალში სამხრეთ კორეელ მეტოქესთან, სანგუკ ოსთან 14:15 დამარცხდა.
ბაზაძემ მეოთხედფინალში ასევე სამხრეთ კორეელ ჯუნჰო კიმს 15:14 მოუგო, ნახევარფინალში კი იტალიელ მატეო ნერის აჯობა (15:14).
29 წლის ქართველ მოფარიკავეს შთამბეჭდავი სერია აქვს - სანდრო მადრიდის მსოფლიო თასიდან ზედიზედ მეათე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულში მოხვდა.