Belive

სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2 დღის წინ სხვა
1 წთ

სანდრო ბაზაძემ, ხმლით ფარიკაობაში, 2026 წლის კაიროს მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოფარიკავემ ტურნირი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველ შეხვედრაში, ინდოელ კარან სინს მარტივად სძლია (15:8). კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა იაპონელ კაიტო სტრიტსთან შეხვედრაში (15:4). ბაზაძემ მერვედფინალში რუსი პაველ გრაუდინი დაამარცხა (15:7). სანდრომ მეოთხედფინალში ამერიკელი მოფარიკავის, უილიამ მორილის ბარიერი გაიარა (15:10), ხოლო ნახევარფინალში, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (8:15).

კაიროს მსოფლიო თასზე, ოქროს მედლის მფლობელი სწორედ ბაზაძის დამმარცხებელი, სამხრეთ კორეელი სპორტსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე, 2025 წელს, თბილისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორია.