Belive

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მსოფლიოს N1-მა მოფარიკავემ დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

დღეს ტუნისის გრან პრის შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგი განაახლა, 266 ქულით კაცთა შორის პირველ ადგილზე სანდრო ბაზაძეა და ქართველი სპორტსმენი რეიტინგს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილი დაიბრუნა და ქართველ მოფარიკავეს 92 ქულით ჩამორჩება, უნგრელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი.