Belive

სამიდან სამი | საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ბულგარეთსაც მოუგო

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ახალ ზელანდიაში ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის ნაკრებების ჩემპიონატი მიმდინარეობს. B ჯგუფში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა, აღნიშნულ ტურნირზე, მესამე გამარჯვება მოიპოვა. ბულგარეთის ნაკრებთან, ჩვენმა გუნდმა დამატებით დროში 8:7 მოიგო (ძირითადი დრო 7:7).

საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მაკარ ნიკიშანინმა გაიტანა, ნიკიტა ბუკიამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო შაიბა ივან კარელინმა, კონსტანტინე გავრილენკომ და ბორის კოჩკინმა მიითვალეს.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს რვა ქულა აქვს და ჯგუფის პირველ ადგილზეა. 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე გასული მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი დარჩა: 2 მაისს ტაივანის, ხოლო 3 მაისს ტაილანდის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები