საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა 5-დან ხუთივე თამაში მოიგო და A ჯგუფში გადავიდა
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჰოკეის ნაკრები ბრწყინვალედ გამოვიდა. ჩვენი გუნდი მეორე დივიზიონის B ჯგუფში ისლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან, ტაივანთან, ტაილანდთან და ბულგარეთთან ერთად იმყობებოდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩატარებული ხუთივე შეხვედრა მოიგო და ამის შემდეგ მეორე დივიზიონის A ჯგუფში იასპარეზებს. უკანასკნელი თამაში ტაილანდის ჰოკეის ნაკრებს 15:1 მოვუგეთ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კოზიულინი (3 გოლი) დაასახელეს, დარჩენილი გოლები კი დანილ დავიდოვმა (4), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშინინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა, და ბორის კოჩკინმა გაიტანეს.