"საჩემპიონო ბრძოლის მეორე დღეს კორმიე სახლში ესტუმრა და ის სარბენად იყო წასული" - ჯო როგანი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის შესახებ გიჟური ისტორიები არაერთხელ გვსმენია. მისი შრომისმოყვარეობაც კარგად მოგვეხსენება და ჯო როგანის ეს ისტორია შეიძლება უცნაურად საერთოდ არ მოგეჩვენოთ.
მერაბი ნამდვილი გიჟია. ტიტულის მოგების შემდეგ, კორმიე სახლში ესტუმრა. შაბათ საღამოს ტიტული მოიგო, "სფეროში" ო'მალის წინააღმდეგ 5-რაუნდიანი დომინანტური ჩხუბი ჩაატარა. შემდეგ დღეს DC სახლში ესტუმრა და ის სარბენად იყო წასული. უმარ ნურმაგომედოვი, ელიტური კლასის მებრძოლი და მერაბმა ის უბრალოდ დაანგრია. ეს კი მისი გამძლეობის ხარჯზე მოახერხა, არასდროს იღლება. მერაბი გიჟია. - თქვა როგანმა საკუთარ პოდკასტში
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ტიტული უკვე მეორედ დაიცვა. ეს შონ ო'მალის წინააღმდეგ მოახერხა და საერთო რეიტინგში მეორე ადგილიც დაიკავა.