"საბრძოლო კვირაში თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია" - ილია თოფურია
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია ქვემსუბუქ დივიზიონში აღარ იბრძვის. ის ახლა მსუბუქ წონაში ასპარეზობს და ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი წონის კლების რთული პროცესი იყო. "მატადორმა" აღნიშნა, რომ 70 კილოში ბევრად უკეთესი ბრძოლის ჩატარება შეუძლია და თავს უკეთაც გრძნობს.
ადრე აკლიმატიზაციისთვის, საუნამდე ველოსიპედს ვიყენებდით. ახლა, როცა ველოსიპედი აღარ მჭირდება, საუნაში თავს როგორც სპაში ისე ვგრძნობ. რეალურად, მე მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი ვარ. ჩემი კუნთები, ძალა და ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა. საბრძოლო კვირაში თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია. მე სრულყოფილი მებრძოლი და ათლეტი ვარ, შემიძლია დედამიწის ზურგზე ნებისმიერს დავუპირისპირდე. - ამბობს ილია თოფურია
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. "მატადორის" მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება.