"ჩემი აზრით, თოფურია მეტად სრულყოფილი მებრძოლია ვიდრე ისლამი" - ნეით დიასი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც ჩანს, ნეით დიასი ისლამ მახაჩევის პერფორმანსით დიდად აღფრთოვანებული ვერ დარჩა. ამერიკელის თქმით, დაღესტნელი ჩემპიონის ყველა ბრძოლა ძალიან მოსაწყენია. დიასი ილია თოფურიას მეტად სრულყოფილ მებრძოლად მიიჩნევს, ვიდრე მახაჩევს.
P4P-ის ნომერ პირველი მებრძოლი ჯონ ჯონსია. ისლამი 2 წუთია რაც გამოჩნდა და სერიოზული არავინ დაუმარცხებია. GOAT-ის სტატუსს ისეთ კაცს აძლევთ, რომელიც დიდ სცენაზე ახლა გამოჩნდა? მისი ბოლო ბრძოლებიდან არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ ყველა მოსაწყენი იყო. ჩემი აზრით, თოფურია მეტად სრულყოფილი მებრძოლია, ვიდრე ისლამი. - ამბობს ნეით დიასი
Nate Diaz doesn't think Islam Makhachev is the #1 pound-for-pound fighter in the UFC right now 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) November 24, 2025
"He's been here for like 2 minutes, he ain't beat no one that crazy. You're just gonna throw 'GOAT' at him when he just showed up on the scene?
I can't even remember anything but… pic.twitter.com/MmeYFB356D
შეგახსენებთ, რომ ისლამი სულ ახლახანს ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. მან ქამრისთვის ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და საერთო რეიტინგში პირველი ადგილიც დაიმსახურა.