Belive

დანა უაითმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ნურმაგომედოვი ოქტაგონს დაუბრუნდეს

3 წლის წინ სხვა
2 წთ
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შესაძლოა "არწივი" ოქტაგონს დაუბრუნდეს. ნურმაგომედოვმა UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯთან ტიტულისთვის გამართული ბრძოლის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, “მებრძოლთა კუნძულზე” შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. მეორე რაუნდის დასაწყისში ხაბიბმა მეტოქე სამმაგი მარყუჟით დააძინა და გამარჯვება ვადაზე ადრე მოიპოვა. ხაბიბისთვის ეს კარიერაში 29-ე გამარჯვება იყო. ბრძოლაში გამარჯვება 32 წლის მებრძოლმა ძალიან ემოციურად აღნიშნა, მან თავისი ბოლო ტრიუმფი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ბრძოლის შემდგომ კომენტარში კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება. ხაბიბმა დედას პირობა მისცა, რომ ოქტაგონს მამის გარეშე აღარ დაუბრუნდებოდა. ნურმაგომედოვმა კარიერა 29 მოგებით დაასრულა, ის არც ერთხელ არ დამარცხებულა. თუმცა, დანა უაითის განცხადებით, ნურმაგომედოვი შესაძლოა დაბრუნდეს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მებრძოლი UFC 257-ის ივენთზე რაიმე გასაოცარს გააკეთებს. დანა უაითმა განაცხადა:
"ხაბიბმა ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა, თუმცა მე მას ველაპარაკე, ის თვლის, რომ  ოლივეირა მშვენივრად გამოიყურებოდა ფერგიუსონის წინააღმდეგ. შემდეგ შაბათს მაკგრეგორისა და პორიეს ბრძოლა შედგება, ასევე ჩენდლერისა და ჰუკერის". "მან მითხრა, რომ ის აპირებს აბ ბრძოლების ნახვას და თუ რომელიმე მათგანს თვალს ვერ მოწყვეტს, თუ რომელიმე მათგანი შეძლებს მის განცვიფრებას, ეს მას დაბრუნებას და კვლავ ბრძოლას გადააწყვეტინებს". "ასე რომ, წინ ორი ბრძოლა, თუ მებრძოლები რაიმე განსაკუთრებულს შემოგვთავაზებენ , ხაბიბი მათთან იბრძოლებს".
კონორ მაკგრეგორი UFC-ის ოქტაგონს 24 იანვარს დასტინ პორიესთან ბრძოლით დაუბრუნდება.      

სხვა სტატიები