Belive

"ბრძოლამდე ორი კვირით ადრე ხელი დავიზიანე" - მერაბ დვალიშვილი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე ვიცით, მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და UFC-ში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. იანის დამარცხებით, მერაბმა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და საჩემპიონო ბრძოლას უფრო მიუახლოვდა.

აღნიშნული ბრძოლის მზადებისას ქართველი "მანქანა" სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნდებდა ვიდეოებს. ალჯამაინ სტერლინგის პოდკასტში ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლამდე მცირე ტრავმაც მიიღო. როგორც აღმოჩნდა ეს ტრავმა მცირე ნამდვილად არ ყოფილა. ამაზე მერაბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო რგოლი მეტყველებს.

"ბრძოლამდე ორი კვირით ადრე ხელი დავიზიანე. ეს პერიოდი ცალი ხელით ვვარჯიშობდი. ბრძოლის პირველ წუთებში ხელში ტკივილი ვიგრძენი. თუმცა, ამას ვაიგნორებდი და ბრძოლას ვაგრძელებდი. ბრძოლისას თავიდან დავიზიანე ხელი და ტკივილს დღესაც ვგრძნობ."

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

როგორც იცით, მერაბის წონის ჩემპიონი მისი ახლო მეგობარი და თანაგუნდელი ალჯამაინ სტერლინგია. იანის დამარცხებით, დვალიშვილი ძალიან მიუახლოვდა საჩემპიონო ქამარს. თუმცა, ქართველი მებრძოლი ყოველთვის აცხადებდა, რომ მის მეგობარს არ დაუპირისპირდებოდა, რაც სიტუაციას ართულებს.

ბოლო დროს იამაიკელი ჩემპიონი ხშირად აცხადებს, რომ წონის შეცვლას გეგმავს, რაც მერაბს გზას გაუხსნის. ალჯოს მომავალი ბრძოლა 7 მაისს ყოფილი ორმაგი ჩემპიონის  ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.

სხვა სტატიები