Belive

მერაბ დვალიშვილს ავტომობილიდან საფულე მოჰპარეს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს ავტომობილიდან საფულე მოჰპარეს. როგორც თავად სპორტსმენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, მისი მანქანის მოპარვაც სურდათ, თუმცა მძარცველებს ხელი მეზობელმა შეუშალა. პოსტს თან ახლავს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრებიც.

შენი სახლი უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი. წუხელ არ დავკეტე მანქანის კარი და ზოგიერთი არარაობა ჩემს სამეზობლოში სწორედ ამას ამოწმებდა. საფულე მომპარეს, შემდეგ კი, მანქანის მოპარვის მიზნით დაბრუნდნენ, თუმცა ჩემმა მეზობელმა დაუყვირა და ისინი ლაჩრებივით გაიქცნენ! ვეგასელები არიან.. თუ ვინმეს იცნობთ ამ სურათებში/ვიდეოში.. შემატყობინეთ. სახლებში მივაკითხავ და საქმეს მივხედავ - წერს მერაბ დვალიშვილი ინსტაგრამზე
View this post on Instagram

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

ქართველი "მანქანა" 18 თებერვალს, UFC 298-ის მთავარ ივენთზე იჩხუბებს, მისი მოწინააღმდეგე მექსიკური წარმომავლობის ჰენრი სეხუდოა, რომელიც UFC-ის ორგზის ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მფლობელია. მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და რუსი პირწმინდად გაანადგურა. ჰენრი სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა მერაბის უახლოეს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დათმო.

სხვა სტატიები