"რუფის დამარცხების შემდეგ, ჩემს კუთვნილ სატიტულო ბრძოლას მივიღებ" - ცარუკიანი
არმან ცარუკიანისთვის მაურისიო რუფისთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი. სომეხი თვლის, რომ აქ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნანატრ სატიტულო ჩხუბს მიიღებს.
რუფი კარგი სტრაიკერია, ძალიან საშიში დგომში. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერს შევებრძოლები. ამ ჩხუბის შემდეგ, ჩემს სატიტულო ბრძოლას მივიღებ. სწორედ ამიტომ არის ეს ჩხუბი ასეთი მნიშვნელოვანი. თუ წავაგებ, ყველაფერს დავკარგავ. - ამბობს ცარუკიანი
💥 Arman Tsarukyan, Mauricio Ruffy karşısında her şeyin tehlikede olduğunu söylüyor. Kaybederse “her şeyini kaybedeceğini” belirtti:
— Fight Digitale (@fightdigitale) September 14, 2026
“Ruffy çok iyi bir striker, ayakta çok tehlikeli ama benim için fark etmez. Ben herkesle dövüşürüm.
Bu maçtan sonra kemer maçına çıkacağım, bu…
არმან ცარუკიანისა და მაურისიო რუფის დაპირისპირება ამ უქმეებზე შედგება. ბრძოლა ლოს ანჯელესში თბილისის დროით 20 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყება.
სხვა სტატიები
"ილია ნამდვილი სავარჯიშო ტომარაა" - ნეით დიასი
23 საათის წინ სხვა
ტომ ასპინალმა ქამარი ვაკანტური გახადა
1 დღის წინ სხვა