Belive

"როცა ეს ამბავი გავიგეთ მთელი ოჯახი ვყვიროდით" - ჩარლზ ოლივეირა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიას მომავალი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება. მათი დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამარზე შედგება, რაც ბრაზილიელისთვის მე-5 საჩემპიონო ბრძოლა იქნება. MMA Today-სთან საუბრისას ჩარლზი ამბობს, რომ ილიასთან ჩხუბის შეთავაზებას ძალიან ემოციურად შეხვდა.

როცა ეს ამბავი გავიგეთ მთელი ოჯახი კიოდა, ბავშვები ყვიროდნენ. ტელეფონი ავიღე და ათასობით შეტყობინება მქონდა მიღებული. მაშინვე ჩემს მწვრთნელთან დიეგო ლიმასთან წავედი. მზად ვარ 46 დღეში დავიბრუნო ქამარი, რომელიც არ უნდა დამეკარგა. - ამბობს ოლივეირა

ილიასა და ჩარლზის ჩხუბი UFC 317-ზე შედგება, რომელიც 29 ივნისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები