"ილიამ ბოლოს ჰოლოუეი გათიშა და ნიშნავს, რომ საშიშია" - ჩარლზ ოლივეირა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
MMA Junkie-სთან ინტერვიუში ჩარლზმა ილიასთან ჩხუბზე ისაუბრა. ბრაზილიელი აღიარებს, რომ თოფურია საშიში მეტოქეა. ჩარლზმა საუბრის ბოლოს აღნიშნა, რომ "მატადორის" დამარცხება მის კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ აგრესიული კრივი აქვს. ერთი-ორის შემდეგ წინ მოძრაობას იწყებს. ძალიან საშიშია. ბოლო ჩხუბში ილიამ ჰოლოუეი გათიშა და ნიშნავს, რომ საშიშია. ყველა ამბობს, რომ კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს. UFC-ში ჯერ არ გამოუყენებია, მაგრამ ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ იმაზე ვდარდობ რას გამოვიტან ოქტაგონზე. ბედნიერი ვარ იმ შესაძლებლობით, რომ ჩემს მემკვიდრეობას კიდევ ერთ გიგანტურ მიღწევას დავამატებ. - ამბობს ჩარლზი ილიაზე
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჩარლზის ჩხუბამდე 10 დღე რჩება. ისინი მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდებიან. ბრძოლას ლას ვეგასში არის ჩანიშნული და 29 ივნისის გამთენიას დაიწყება.