Belive

"ჩემი ზედმეტსახელი მანქანაა, მაგრამ ხანდახან მეც ადამიანი ვარ" - მერაბ დვალიშვილი

9 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან მარცხი გაიხსენა. "მანქანა" თვლის, რომ საჩემპიონო ჩხუბი მომზადების პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო დათმო. ის ამბობს, რომ ის საღამოს ყველას დაამარცხებდა გარდა იანისა.

ალბათ ზედმეტად გადაღლილი ვიყავი. ჩემი მეტსახელი მანქანაა, მაგრამ ხანდახან მეც ვიღლები. ვფიქრობ, იმ დღეს ნებისმიერს დავამარცხებდი გარდა პიოტრისა. ჩხუბის დროს გავაანალიზე, რომ ბრძოლა ისე არ მიდიოდა როგორც მე მსურდა. მიზეზი მოსამზადებელ პერიოდში დაშვებული შეცდომებია. ეს სინამდვილეში სავარჯიშო ბანაკი არ იყო. უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი და საზღვრებს ვცდებოდი. - ამობს მერაბ დვალიშვილი

შეგახსნებთ, რომ მერაბი გასულ წელს რეკორდის დამყარებს ცდილობდა - 4 სატიტულო ბრძოლის მოგება ერთ კალენდარულ წელში. სამწუხაროდ, დვალიშვილის ხელი იანის წინააღმდეგ მოეცარა. პიოტრმა საკმაოდ დომინანტური ბრძოლა ჩაატარა და ქამარიც დაიმსახურა. ჯერჯერობით, მათი რევანში ჩანიშნული არაა, თუმცა, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მალე ამ დაპირისპირებას კვლავ ვიხილავთ.

სხვა სტატიები