Belive

რომან დოლიძის პირველი კომენტარი

3 წლის წინ სხვა
1 წთ
გუშინ გვიან ღამით "UFC-ში" ქართველი მოკრივის დებიუტი შედგა. რომან დოლიძე რუსეთის წარმომადგენელს ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში საოცარი ნოკაუტით დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა. -"ძალიან ბედნიერი ვარ. ხადისი რთული მეტოქე იყო. ზოგადად არ მომწონს, როცა ვინმე ისე მიყურებს, როგორც იბრაგიმოვი გუშინ მე მიყურებდა. შესანიშნავ განწყობაზე ვარ და მხოლოდ ჩხუბი მინდა. მზად ვარ, ხვალვე გავმართო ახალი დაპირისპირება.” – განაცხადა რომანმა.
 

სხვა სტატიები