Belive

რომან დოლიძის მომავალი მოწინააღმდეგე ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ

დიდი ხნის ლოდინისა და მეტოქეების შეცვლის შემდეგ, რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი სპორტსმენი ნასურდინ იმავოვი იქნება. მათი ორთაბრძოლა შანხაიში 9 დეკემბერს შედგება. აღსანიშნავია, რომ დოლიძე-იმავოვის დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს შეხვედრა 5-რაუნდიანი იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა, არაერთი გამოცემა ამაზე აქტიურად წერს.

შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლოს მარტში იბრძოლა, სადაც მარვინ ვეტორთან დამარცხდა. რაც შეეხება იმავოვს, ის ბოლოს ოქტაგონზე ივნისში გამოვიდა. მისი და კრის კურტისის დაპირისპირება, შედეგის გარეშე დასრულდა.

სხვა სტატიები