"ხაბიბს მაკგრეგორი სძულს და მის სახელს დღესაც არ ახსენებს" - დენიელ კორმიე
დენიელ კორმიემ კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ორ სპორტსმენს ერთმანეთთად საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ცივი დამოკიდებულება წლების შემდეგაც ნარჩუნდება.
DC-მ, რომელიც ხაბიბის ახლო მეგობარია, თქვა, რომ "არწივი" მისი მთავარი მეტოქის სახელს ახლაც კი არ ახსენებს.
დღესაც კი, ხაბიბი კონორის სახელს არ ახსენებს. გასულ კვირას ნიუ იორკში ინტერვიუ ჰქონდა, სადაც კონორი ასე მოიხსენია - "ის ბიჭი". ხაბიბს მაკგრეგორი სძულს და მის სახელს არც კი ახსენებს. ოქტაგონზე ყოფნისას კონორმა ტურში ჩასჩურჩულა, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი იყო. მან კი უპასუხა, რომ ეს ბიზნესი არაა.
როცა მახრჩობელაზე დაიჭირა ხელს არ უშვებდა, უნდა გაეთიშა. ჩხუბის მოგების შემდეგ, გალიას გადაახტა და მისი გუნდის ცემა დაიწყო. როცა კონორის გაგუდვა დაიწყო, ხელის გაშვებას არ აპირებდა. ამ ბიჭმა მის ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და ხაბიბს უბრალოდ მისი დასრულება სურდა. - თქვა დენიელ კორმიემ
Daniel Cormier reveals Khabib still refuses to say Conor McGregor’s name 😧🤯
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) August 20, 2025
"Khabib won’t say Conor's name still today. He still does not say his name. He hates him. They’re in the Octagon and Conor whispers after the third round to Khabib, ‘It’s just business.’ Khabib goes,… pic.twitter.com/3ZRK2cndXv
შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და კონორის ბრძოლა 2018 წელს გაიმართა. ეს დაპირისპირება MMA-ში დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებად რჩება. ექსპერტთა აზრით, სწორედ ამ ორი მებრძოლის ჩხუბმა მოუტანა MMA-ს ის პოპულარობა, რაც დღეს გააჩნია.