Belive

"როგორც პროფესიონალი ყველა ასპექტში განვვითარდი" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298 კარზე მოგვადგა და ქართულ ბრძოლებსაც სულ მალე ვიხილავთ. 18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებს გამართავენ. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ილია პირველი ქართველი იქნება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამარს ჩაიბარებს.

ბრძოლებამდე სპორტსმენების მედიის დღე ჰქონდათ, სადაც მომავალ ჩხუბებზე ისაუბრეს.

ალექს ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. ქვემსუბუქ წონაში ერთ-ერთი საუკეთესო გავხდები. მეც ისევე გამიხსენებენ როგორც ჟოზე ალდოს, მაკგრეგორს, ვოლკანოვსკის და ა.შ. ჯერ UFC-ის ჩემპიონი არ გავმხდარვარ. აქამდე სამი დღე მაშორებს და ზოგიერთ მებრძოლს უკვე ჩემთან ჩხუბი სურს.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. წონის კლება ყოველთვის მიჭირდა და ახლა ეს პროცესი საუკეთესოდ გავიარე. როგორც პროფესიონალი ყველა ასპექტში განვვითარდი.

ყოველი ჩემი ბრძოლის წინ ამბობდნენ, რომ მეტოქე ჩემზე ძლიერი იყო და გარკვეულ ასპექტებში მჯობდა. ვიცი ვოლკანოვსკის ჩემთან რისი დაპირისპირებაც შეუძლია. ჩემთან გასამარჯვებლად მას ბევრად მეტის გაკეთება მოუწევს. ალექსმა ერთი რამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩემს მსგავს მებრძოლს არ შეხვედრია. ვოლკანოვსკის ნოკაუტის ძალა არ აქვს, ფინიშერი არ არის.
- განაცხადა ილიამ ჟურნალისტებთან საუბრისას

სხვა სტატიები