"როგორი კაცი ხარ მაშინ, როდესაც შენს ნაცვლად სხვა ავრცელებს პოსტებს?" - მერაბი უმარზე
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა უმართან დაწყებული უთანხმოება გაიხსენა. დვალიშვილმა თქვა, რომ უმარისგან უპატივცემულობა ძალიან აბრაზებდა.
უმარი პატივს არ მცემდა და ყალბ ჩემპიონს მეძახდა. ის ჩემზე რაღაცებს პოსტავდა და აღმოჩნდა, რომ ეს თავად არ იყო. როგორი კაცი ხარ მაშინ, როდესაც შენს ნაცვლად სხვა ავრცელებს პოსტებს. ამის უფლებას ჩემს მეგობარს ან მენეჯერს არასდროს მივცემ. მან დიდი უპატივცემულობა ბევრჯერ გამოიჩინა. ყალბს ჩემპიონს მეძახდა, ამ დროს კი ყველაფერი დამსახურებულად მივიღე. უმარი როგორც ჩემპიონს პატივს არ მცემდა და ყველაზე მეტად ეს მაბრაზებდა. ახლა კი რაღაც მიზეზებს იგონებს. მასზე საუბარი დავასრულე, შემდეგი კითხვა! - ამბობს მერაბ დვალიშვილი
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა უმართან ბრძოლაში ქამარი წარმატებით დაიცვა და დაღესტნელს პირველი მარცხიც აგემა. "მანქანა" წელს მე-4 სატიტულო ჩხუბისთვის ემზადება. მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იქნება, რომელიც მერაბს უკვე დამარცხებული ჰყავს.