Belive

რინერის პასუხი თუშიშვილს: "როცა მე არ ვარ, მაშინაც ვერ იგებს"

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, გურამ თუშიშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი. ქართველი ძიუდოისტი ფინალში ინალ ტასოევთან ვაზარით დამარცხდა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ტედი რინერი იღებდა, მედალი თუშიშვილს სწორედ ფრანგმა გადასცა, თუმცა გურამმა მას ხელი არ ჩამოართვა. ამ შემთხვევის შესახებ, მოგვიანებით, რინერმა კომენტარი გააკეთა.

ჩვენს შორის ყოველთვის ასე იყო. გახსოვდეთ, რომ ეს საბრძოლო სპორტის სახეობაა. ერთი რამ კი ცხადია, როცა მე არ ვარ, ის მაშინაც კი ვერ იგებს. მასზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. დამსახურებული ჩემპიონი (ტასოევი) გვყავს. ჩვენ უნდა დავაფასოთ გამარჯვებულები. - განაცხადა ტედი რინერმა

თუშიშვილმა რინერს არც თვალებში შეხედა და არც ხელი ჩამოართვა - ეს ძველი წყენის გახსენებაა. მათ შორის უთანხმოება გავლილ ოლიმპიადაზე შეხვედრის შემდეგ წარმოიშვა. ის შეხვედრა რინერმა მოიგო, თუშიშვილი კი მეტოქის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს და დისკვალიფიკაციაც დააკისრეს.

სხვა სტატიები