Belive

"რამდენიმე დოლარის გამო ჩემს ძმას, მერაბს ზურგს არ შევაქცევ" - ალჯამაინ სტერლინგი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი კოლბი კოვინგტონისა და ხორხე მასვიდალის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ეს ორი მებრძოლი კარგი მეგობრები იყვნენ. ისინი ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ და სპარინგ პარტნიორებიც იყვნენ. საბოლოოდ, ისინი UFC-ს ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ.

ალჯომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი მასსა და მერაბს შორის არასდროს მოხდება.

საშინელი სანახავია თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი ამ ბიჭებისთვის. ისინი ერთ დროს კარგი მეგობრები და სპარინგ პარტნიორები იყვნენ.
ეს კარგი შეხსენებაა, რომ ჩემს ძმა მერაბს რამდენიმე დოლარისა და სხვების სიამოვნების გამო ზურგი არ ვაქციო - წერს სტერლინგი საკუთარ X-ის გვერდზე

როგორც მოგეხსენებათ, UFC-მ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა არ ჩაუნიშნა. "მანქანა" ო'მალისთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, ამაოდ. დვალიშვილის ნაცვლად, ჩემპიონის ქამარზე რეიტინგის მე-6 ნომერი მარლონ ვერა იბრძოლებს.

როცა ცხადი გახდა, რომ დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლას ვერ მიიღებდა, მან ალტერნატიული გზა გამონახა და ჰენრი სეხუდოს გამოწვევა გადაწყვიტა. დვალიშვილმა ჰენრის სოციალურ ქსელში ვიდეოც მიუძღვნა. თავის მხრივ, უპასუხა ყოფილმა ჩემპიონმაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დაპირისპირება მალე შედგება.

სხვა სტატიები