Belive

"გამხდარი, მაღალი ბიჭი მემალება... ჰენრი მე შენთვის მოვდივარ" - მერაბ დვალიშვილი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა საკუთარ სოციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰენრი სეხუდოს მიმართავს. ქართველმა "მანქანამ" აღნიშნა, რომ ჰენრისთან ბრძოლას მოუთმენლად ელის.

გამხდარი, მაღალი ბიჭი მემალება. ასე, რომ მე შენთვის მოვდივარ ჰენრი სეხუდო. ვნახოთ ვისი ჭიდაობაა უკეთესი. პატივს გცემ, მაგრამ ძლიერად უნდა დაგარტყა. შენთან ბრძოლა მოუთმენლად ველი. მშიერი ვარ! მე საქართველოს მთებიდან მოვდივარ და ჩემი ერთადერთი მიზანი სატიტულო ბრძოლაა. ყველას გავანადგურებ ვინც გზაზე გადამეღობება. -

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია რაც მერაბ დვალიშვილი ჩემპიონ შონ ო'მალის იწვევს, თუმცა, მისგან ბრძოლაზე თანხმობას ვერ იღებს. მერაბმა ალტერნატიული გზა გამონახა და დიდი ალბათობით ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ეს ინფორმაცია თავად დვალიშვილმა გაავრცელა, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერ ბრძოლა ოფიციალურად არ არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები