Belive

"რაიან გარსია სტეროიდებს იყენებს" - ილია თოფურია

8 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია თანამედროვე კრივის სამყაროს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოკრივეები მხოლოდ ქულების დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. გარდა ამისა, მან აკრძალულ პრეპარატებზეც ისაუბრა და მის გამოყენებაში რაიან გარსია დაადანაშაულა.

კრივის სამყარო ახლა ტომრებითაა სავსე. რინგზე მხოლოდ მოგებისთვის გამოდიან. ისე ჩანს თითქოს უბრალოდ ქულებს აგროვებენ და მზად არიან გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოიპოვონ.

მაგალითად, რაიან გარსია რომ ავიღოთ. ის არის ადამიანი, რომელიც ამ დონეზე სტეროიდებს იყენებს.

ეს მართლაც საშინელებაა. შენ არ წარმოადგენ სპორტს, არ წარმოადგენ ნამდვილ გამარჯვებას და არ წარმოადგენ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რომელთა ჩანერგვაც ჩვენ, ათლეტებს ადამიანებში გვსურს. - ამბობს ილია თოფურია

ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. ის თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, რომელიც 15 ივნისს შედგება.