Belive

"რაღაც მიზეზების გამო ამ ბრძოლას არ იღებს და ბევრსაც ლაპარაკობს" - თოფურია მახაჩევზე

14 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევის წარსულ მეტოქეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მსგავსი არცერთია. თოფურია ძალიან თავდაჯერებულია და მახაჩევს აფრთხილებს, რომ გათიშავს. "მატადორმა" ისიც თქვა, რომ ისლამი ბევრს ლაპარაკობს და მას ზედმეტად აკრიტიკებს.

ყველამ იცის, რომ ჩვენი ბრძოლის ნახვა ნებისმიერს სურს. რაღაც მიზეზების გამო ამ ბრძოლას არ იღებს და ბევრსაც ლაპარაკობს. ათასობით კილომეტრიდან საუბარი და ჩემი კრიტიკა მარტივია. როცა ოქტაგონზე დაგიდგები მიხვდები, რომ მე ჯეკ დელა მადალენა არ ვარ, არც დენ ჰუკერი და არცერთი ის ბიჭი, რომელსაც შეხვედრილხარ. მე განსხვავებული ვარ და როცა ჩემს მარჯვენა ხელს შეგახებ, ნახავ, რომ ძალიან, ძალიან ღრმად მოგიწევს ჩაძინება. - განაცხადა ილია თოფურიამ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, გულშემატკივრები მისი და ისლამის ბრძოლაზე ალაპარაკდნენ. თოფურიამ ამისთვის წონაც შეიცვალა, თუმცა, მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავიდა და მათმა დაპირისპირებამ ცოტა ხნით გადაიწია.

სხვა სტატიები