Belive

"ილიასთან ჩხუბის იდეა მომწონს, თუ UFC-ს სურს, მე მზად ვარ" - ისლამ მახაჩევი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

დღეს ისლამ მახაჩევი სერბეთის დედაქალაქს სტუმრობდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბელგრადში ჩასვლის მიზეზი სერბეთში კრივისა და MMA-ს პოპულარიზაციაა.

ქვესაშაულო წონის ჩემპიონმა ქვეყანა ჟურნალისტებტან საუბრის გარეშე ვერ დატოვა. დაღესტნელს ილიასთან პოტენციურ ჩხუბზე ჰკითხეს, რომელიც შესაძლოა თეთრ სახლში შედგეს. მახაჩევი ამ იდეას მხოლოდ მიესალმება.

ის იდეა მომწონს. თუ UFC-ს სურს... ვიცი, რომ ეს ჩხუბი ბევრ MMA-ს გულშემატკივარს უნდა. მე მზად ვარ. თეთრი სახლი ერთ-ერთი იმ არენათაგანია, სადაც შესაძლოა ვიჩხუბო. ახლა რამადანი მოდის და ერთი თვე არ ვივარჯიშებ. შემდეგ კი მზად ვიქნები თეთრი სახლისთვის თუ სხვა თარიღისთვის. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, გულშემატკივრები მისი და ისლამის ბრძოლაზე ალაპარაკდნენ. თოფურიამ ამისთვის წონაც შეიცვალა, თუმცა, მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავიდა და მათმა დაპირისპირებამ ცოტა ხნით გადაიწია.

სხვა სტატიები