Belive

"ილიასა და ისლამის ჩხუბი ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება" - ხორხე მასვიდალი

18 საათის წინ სხვა
1 წთ

ხორხე მასვიდალი ამბობს, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბის ნახვა ყველას უნდა. ეს დაპირისპირება იმდენად რეზონანსული იქნება, რომ მნიშვნელობა არაა სად ჩატარდება.

არ აქვს მნიშვნელობა თეთრ სახლში იქნება თუ KFC-ს პარკინგზე, ეს ჩხუბი ყველას აინტერესებს. მინდა რომ ეს საკითხი რამენაირად მოგვარდეს. თეთრი სახლი, MSG, არ აქვს მნიშვნელობა, ილიასა და ისლამის ჩხუბი უნდა ჩაინიშნოს. სავარაუდოდ, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება. სავარაუდოდ არა, ეს ბრძოლა ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო იქნება. - ამბობს ხორხე მასვიდალი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ჩხუბს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ თეთრ სახლში გამართავს. მათი დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

რაც შეეხება ისლამს, მას ხელის ტრავმა აწუხებს და ბრძოლებისგან შესვენება აქვს აღებული.

სხვა სტატიები