რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამარჯვებით
5 წლის წინ
სხვა
1 წთ
UFC 264-ზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელის სტატუსს ატარებს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ოპონენტი რაიან ჰოლი გახლდათ, რომელიც პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. თოფურიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და როგორც აღვნიშნეთ მარცხის გრაფაში კვლავ 0-იანი რჩება.
Make that 1️⃣1️⃣-0️⃣! 🇬🇪 @TopuriaIlia remains UNDEFEATED! #UFC264 pic.twitter.com/VHli1SM674 — UFC (@ufc) July 11, 2021
საყურადღებოა, რომ თოფურიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში 100%-ით იყო დარწმუნებული და თავს პლანეტის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევს, ამჟამინდელი რეალობის თანახმად საპირისპირო აზრის გამოთქმა ნებისმიერ მებრძოლს გაუჭირდება, ვინაიდან ილია თითოეულ ორთაბრძოლაში ამტკიცებს, რომ საუკეთესოთა შორისაა. აღნიშნული გამარჯვების შედეგად თოფურიას 44,000$ ხვდა წილად, მის ოპონენტს კი 41,000$.