Belive

ილია თოფურია: "ჩხუბი ბიზნესიცაა, როცა წავალ სხვა რამით ვიცხოვრებ"

8 თვის წინ სხვა
1 წთ

ერთ-ერთ ახალ პოდკასტში ილია თოფურიამ განიხილა თავისი კარიერა და UFC-ის შემოსავალზეც ისაუბრა. აღნიშნა ისიც, როდის აპირებს შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან წასვლას – ხელთათმანების ჩამოკიდებამდე ის ელის დიდ ბრძოლას და დიდ ანაზღაურებას.

დაუმარცხებელმა თოფურიამ 2024 წლის თებერვალში მოიპოვა UFC-ის ჩეპმიონის ტიტული - ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით. ოქტომბერში, მან დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი, რათა ქამარი შეენარჩუნებინა.

გთავაზობთ PBD პოდკასტის წამყვანის, პატრიკ ბეტ-დევიდისა და ილიას დიალოგს UFC-ის ხელფასებთან დაკავშირებით.

თქვენს ერთ-ერთ პირველ ბრძოლაში, თქვენ გამოიმუშავეთ $38,500 (2020 წლის 10 ოქტომბერი). შემდეგ თქვენ მიიღეთ $50 ათასი, ამას დაემატა $75 ათასი და შემდეგ $90 ათასი - მე მხედველობაში მაქვს შენი პირველი 4 ბრძოლა UFC-ში.

ბრაის მიტჩელთან მოგებით $154 ათასი მიიღე, რასაც ემეტთან გამარჯვებით $200 ათასიც დაამატე.

ახლა კი საჩემპიონო ბრძოლა ვოლკთან, რომელშიც ნახევარი მილიონი აიღე და ჰოლოუეის გათიშვიდან მიღებული $2.44 მილიონი - საერთო ჯამში, კარიერულად $3.5 მილიონი გაქვს ნაშოვნი - შესანიშნავი პროგრესია და რას ფიქრობ ამაზე? - ეკითხება PBD პოდკასტის წამყვანი, პატრიკ ბეტ-დევიდი ილიას
ეს არ არის მხოლოდ ჩხუბი, ეს არის საქმეც, რომელსაც ფული მოაქვს, ამიტომ ვცდილობ მუდმივად განვავითარო ჩემი უნარები, რადგან რაღაც მომენტში ვაპირებ პენსიაზე გასვლას და სხვა რამით ვიცხოვრებ.

ვიბრძოლებ იქამდე, სანამ სიამოვნებას მივიღებ. მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლას დამპირდნენ, ახლა სწორედ ამას ველი. - განაცხადა ილია თოფურიამ

გაურკვეველია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ გალიის მიღმა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მას რამდენიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს და მათ შორის ესპანურ საფეხბურთო გიგანტ მადრიდის "რეალთან".

სხვა სტატიები