Belive

რა თანხა გამოიმუშავეს მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ?

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს.

UFC 298-ზე ვიხილეთ მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც ჰენრი სეხუდო დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის პირველი კანდიდატი გახდა. ბრძოლის შემდეგ, დანა უაითმა განაცხადა, რომ მერაბი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

ხმაურიანი გამარჯვებები ქართველებისთვის საკმაოდ შემოსავლიანიც აღმოჩნდა. ჩემპიონის დამარცხებით, ბონუსის გარეშე, ილია თოფურიამ $350 000 დოლარი გამოიმუშავა. ამას $50 000 საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის დაემატა.

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვებით $210,000 ($105,000 გამარჯვების ბონუსი).

სხვა სტატიები