რა დათმობაზე წასვლა მოუწევს გიგა ჭიკაძეს? - 'ნინძამ' წონა ვერ ჩააბარა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
კანზას სიტიში, UFC-ის ოფიციალური აწონვების ღონისძიებამ გიგა ჭიკაძისთვის პრობლემებით ჩაიარა. კარიერაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა წონის ლიმიტი დაარღვია. დაშვებული მაქსიმალური 146 ფუნტის ნაცვლად (66.2 კგ), გიგამ 147 ფუნტი დააფიქსირა (66.7 კგ).
საბედნიეროდ, ამ დარღვევის გამო ბრძოლა არ გაუქმდება. მაიკ ჰეკმა MMA Fighting-ის წარმომადგენლებთან დაადასტურა, რომ გიგა ჭიკაძე დევიდ ონამასთან იმავე დივიზიონის ეგიდით იჩხუბებს, თუმცა შედეგის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენი ბრძოლიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს ჯარიმის სახით გადაიხდის.
გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. ქართველს კარიერაში 15 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.