Belive

მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოზე წარადგინეს

1 თვის წინ სხვა
2 წთ

მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოზე წარადგინეს. ამ განსაკუთრებული პრიზის სახელწოდება 'ჩარლზ „მასკ“ ლუისის წლის მებრძოლის ჯილდოა' (The Charles 'Mask' Lewis Fighter of the Year), რომელიც მსოფლიო MMA დაჯილდოებაზე ყოველწლიურად გაიცემა - ანიჭებენ შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატს სპორტში შეტანილი წვლილისთვის - როგორც ოქტაგონში, ასევე მის გარეთ.

ალექს პერეირა ამ ჯილდოს უკანასკნელი მფლობელია. პრიზს სახელი ჩარლზ „მასკ“ ლუის უმცროსის, შერეული საბრძოლო ხელოვნების პიონერისა და Tapout-ის ტანსაცმლის ხაზის თანადამფუძნებლის პატივსაცემად ეწოდა. UFC-ის ადრეულ ეტაპებზე, ის უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდა ორგანიზაციას.

ნომინაციის პერიოდი ითვალისწინებს საუკეთესო შედეგებსა და სპორტში შეტანილ წვლილს 2024 წლის 1 ივლისიდან, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

ამ პერიოდში მერაბ დვალიშვილმა 3 ბრძოლა ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა (შონ ო'მალისთან - ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, უმარ ნურმაგომედოვთან - პირველად დაიცვა, შონ ო'მალისთან - განმეორებითი ბრძოლა მოიგო). 'მანქანამ' 4 ოქტომბერს კორი სენდჰეგენთანაც დაიცვა ქამარი, თუმცა ეს ბრძოლა პრიზის გაცემის საანგარიშო პერიოდში არ იქნება გათვალისწინებული.

ილია თოფურიამ ამ პერიოდში ჯერ მაქს ჰოლოუეი გათიშა, შემდეგ კი ჩარლზ ოლივეირა.

ხმის მიცემის ლინკი

სხვა სტატიები