Belive

ქართველმა კარატისტმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველი კარატისტი - გოგიტა არქანია (+ 75 კგ) ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 37 წლის სპორტსმენმა ლიცენზია პარიზში გამართულ ტურნირზე მოიპოვა, სადაც 8-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ტოკიოს ოლიმპიადაზე კარატისტები ასპარეზობას 5 აგვისტოს დაიწყებენ და 7-ში დაასრულებენ.

 

სხვა სტატიები