Belive

პროჰაზკა: "ჩემი სულელური შეწყალების გამო დავისაჯე"

7 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC 327-ის მთავარ ბრძოლაში, კარლოს ულბერგი, ირჟი პროჰაზკას ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, UFC-ის ნახევრადმძიმე წონის ახალი ჩემპიონი გახდა. ულბერგმა ფეხის ისეთი ტრავმა მიიღო, რომ იგი ოქტაგონზე თითქმის ერთი ფეხით დარჩა და ასე მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ პროჰაზკას მარტივი გამარჯვება ელოდა, თუმცა დანოკაუტდა და შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა.

ამ იმედგაცრუების შემდეგ, პროჰასკამ 'მწარე გაკვეთილის' მიღებაზე ისაუბრა.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. საავადმყოფოში ყბას ვამოწმებ. დიდ ბოდიშს გიხდით დღევანდელი ჩემი მიდგომისთვის. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ეს რატომ გავაკეთე - ჩემი სულელური შეწყალება ბრძოლის წაგებად დამიჯდა.

რემატჩი მინდა - ეს ჩემი ბრძოლა იყო, უბრალოდ მეტოქეს შანსი მივეცი და ყველაფერი ამად დამიჯდა, ბოდიშს გიხდით. - განცხადა ირჟი პროჰასკამ

პროჰაზკას კვლავაც ეყოლება გულშემატკივრთა დიდი არმია საბრძოლო ხელოვნების სამყაროს ყველა კუთხიდან, თუმცა ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მარცხია მის კარიერაში. ახლა კითხვები იმასთან დაკავშირებით არსებობს, შეუძლია თუ არა მის ნიკაპს ძლიერი დარტყმების ძველებურად 'შთანთქმა'.

სხვა სტატიები