Belive

"პროჰასკას თავისი შანსი ჰქონდა და უნდა გამოეყენებინა" - კარლოს ულბერგი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

არიელ ელვანისთან ინტერიუში ულბერგს ჟირისთან შესაძლო რემატჩზე ჰკითხეს. თუ ჩემპიონის პასუხიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ჩეხისთვის მეორე შანსის მიცემას არ აპირებს.

თავისი შანსები ჰქონდა, საკმაოდ ბევრი მომენტი. როგორც წესი ბიჭების მიმართ მკაცრი არ ვარ, მაგრამ თუ ოქტაგონს გარეთ უხეშად საუბრობ, მარცხის შემდეგ მიზეზების მოგონება არ უნდა დაიწყო.

ჩხუბის შემდეგ, არც კი მოსულა და არც მოულოცავს. როგორც წესი ვისთანაც ვჩხუბობ მის მიმართ სიყვარულს გამოვხატავ, მაგრამ მასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. პროჰასკასთან ყველაფერი სხვანაირად იყო, მგონია უბრალოდ მაყურებლების ყურადღებას იქცევდა.

ამბავი შეიძლება ბევრად უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ეს შეწყალების ნარატივი ყველაფერს აფუჭებს. - განაცხადა კარლოს ულბერგმა

შეგახსენებთ, რომ ულბერგის და პროჰასკას ჩხუბი UFC 327-ზე მთავარი დაპირისპირება იყო. ქვემძიმე წონის ქამრისთვის ჩხუბში ჟირის შესანიშნავი მომენტი მიეცა, რადგან კარლოსს ფეხი დაზიანებული ჰქონდა. რატომღაც ჩეხმა ეს შანსი არ გამოიყენა, მეტოქე "დაინდო" და საბოლოოდ თავად გაითიშა.

სხვა სტატიები