"პოკერის ქართული ნაკრები" ბარსელონაშია
21 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ბარსელონა პოკერის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც პოკერის მსოფლიო ვარსკვლავები და არაერთი გამორჩეული მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
"პოკერის ქართული ნაკრები", რომელიც უძლიერესი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ბარსელონაში 22 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრა და შეჯიბრში დღეიდან ჩაერთვება.
ბარსელონამ წლების განმავლობაში პოკერის არაერთ განსაკუთრებულ ტურნირს უმასპინძლა, თუმცა წლევანდელ ტურნირს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი, რადგან დადასტურებულია, რომ ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.
შეგახსენებთ, "პოკერის ქართული ნაკრები" ტურნირში 10-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.
“პოკერის ქართული ნაკრების” შემადგენლობა:
დავით სიხარულიძე, პაატა ხმალაძე, ლევან ძიძიკაშვილი, ალექსანდრე აპრიანი, გიორგი გოგოლაძე, ნიკა აგირბა, ვარლამ შადური, ირაკლი დევაძე, გიორგი კახაბერიძე და ბექა მაღრაძე.