"მეორე ბრძოლა იანისთვის ბევრად უარესი იქნება" - ჯონ ვუდი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა პიოტრ იანთან განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა. ჯონ ვუდის თქმით, მეორე ჩხუბის რუსისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება.
იანთან ბრძოლას ვგულშემატკივრობ. ეს ცოტა იმედგამაცრუებელია ჩემთვის. რაღაცების დასამტკიცებლად იმაზე უარესების გაკეთება მოგვიწევს, რაც პირველ ჯერზე გავუკეთეთ. უნარების გათვალისწინებით მერაბიც 50%-ით იყო გამოსული. ის ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე პირველ ჯერზე იყო და მეორე ბრძოლა იანისთვის ბევრად უარესი იქნება.
არ აიღოთ ბრძოლები თუ შემდეგ უნდა გამოხვიდეთ და იტიროთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს გასამართლებელი საბუთია არ იბრძოლოთ. თუ ჩხუბს მიიღებთ, რაც შემდეგ მოხდება თქვენი ბრალი იქნება. - განაცხადა ჯონ ვუდმა
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანი დვალიშვილმა 5-რაუნდიან ჩხუბში პირწმინდად დაჩაგრა. "მანქანამ" იანს ხუთიდან ხუთივე რაუნდი მოუგო.