Belive

პირველი ოქროს მედალი IJF ტურში - უშანგი კოკაურის წარმატება მექსიკაში

1 თვის წინ სხვა
1 წთ

17-19 ოქტომბერს, მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, IJF-ს ტური, კერძოდ კი გვადალახარას გრან პრი გაიმართა, სადაც საოცარი სვლა ჰქონდა აზერბაიჯანის ნაკრებს - მათ მამაკაცთა 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IJF ტურში პირველი კარიერული ოქროს მედალი მოიპოვა, წარმოშობით ქართველმა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 33 წლის უშანგი კოკაურმა.

ფინალში უშანგი კოკაურმა ლეგენდარული ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა

კოკაურმა პირველ ეტაპზე მონაკოელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ ტიმან დიაბის აჯობა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელი - ალექს სემენენკო დაამარცხა, ფინალში კი მან ლეგენდარულ ჩეხს - ლუკაშ კრპალეკს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

უშანგი კოკაური ძალიან გამოცდილი ძიუდოისტია და ნამდვილად გასაკვირია, რომ მას აქამდე IJF ტურში ოქროს მედალი მოგებული არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მედალოსანია.

33 წლის წარმოშობით ქართველს IJF ტურში შემდეგი მედლები აქვს მოპოვებული.

  • მსოფლიო ჩემპიონატი - ვერცხლი (2018)

  • ევროპის ჩემპიონატი - ბრინჯაო (2016)

  • გრანდ სლემები - ვერცხლი (პარიზი, თელ ავივი, თბილისი, აბუ დაბი), ბრინჯაო (პარიზი 2019, აბუ დაბი 2019, ბაქო 2021).

სხვა სტატიები